საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში ნიდერლანდების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, 20 ივნისს ძალის შესაძლო გადამეტებაზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა არ იგეგემება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
არ შემოვუშვებთ - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, შემოუშვებენ, თუ არა საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატს, კომუნისტური პარტიის წევრს სერგეი გავრილოვს.
იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟომ „როსონერის“ დამდეგი ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.
„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო, ვამბობ ძალიან რბილად. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, გადადგა, ჯობდა უფრო ადრე, მაგრამ გადადგა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის…
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ალექსანდრე ახალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისში, 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს მომიტინგეებს თვალში „ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა“ ესროლეს.
რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვიდრე საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად გამოემგზავრებოდა, რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი კიდევ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის მოხდება ეს მან თქვა, რომ „თუნდაც ხვალ“ შეუძლია საქართველოში გამგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთლიანად სამინისტროს საზოგადოების ყველა წევრისგან მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნით იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა აღკვეთეს.
„დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11