weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

ქართულ დელეგაციას ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე კიდევ შეემატა მედლები და საბოლოოდ ასპარეზობა 30 მედლით დაასრულა.

მომღერალი ნინო ქათამაძე აცხადებს, რომ 22 ივნისს მისი ბოლო კონცერტი იყო მოსკოვში. მომღერალი სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და ბოდიშს უხდის მის მონაწილეებს, რომ 20 ივნისის ღამეს მათ გვერდით…

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველ ივლისს იწყება. მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის.

2019 წლის 6 ივლისს ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი Kokkai Open Cup 2019 გაიმართება.

„ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 6.8-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში უნდა გაევლო, აღარ აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, რომ რამდენიმე თვის წინ შეჩერებული სამუშაოების განახლება აღარ იგეგმება.

სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ შიბლიანის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ავტოავარია დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) შესანიშნავ ასპარეზობას განაგრძობს „სან ხოსე ერსქვეიკსის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი. ახალგაზრდა შემტევმა ფეხბურთელმა ამჯერად „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ძლევაში შეიტანა დიდი წვლილი, სან ხოსელთა მეორე ქართველმა წევრმა,…

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მე-10 საუკუნის ბოლოს, ასომთავრულით შესრულებული წარწერა აღმოაჩინეს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ის ეკლესიისთვის მიწების შეწირვას ეხება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]