weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის განცხადებით, ძამის ხეობის სოფელ გვერძინეთს 90-იან წლებში იქ დასახლებული აჭარლებიც ტოვებენ. როგორ დაბრუნდაშვილმა Qartli.ge-ის გადაცემაში „ქართლის სტუდია“ განაცხადა, აჭარლებს სასულიერო პირები ავიწროებენ.

მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თელავში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში, სადაც ევროკავშირის საგრანტო პროგრამით, თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობის სისტემის მოწყობა იგეგმება, გამოსაშვები საღამო ჩატარდა.

პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მირიან წიკლაური სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას „უაზრობამდე მისულ“ საარჩევნო კანონს სთავაზობს, რომელიც…

დღეს, პირველ ივლისს ყაზბეგში ყინვა დაფიქსირდა. გაყინული ყვავილები გიორგი არჩუაშვილმა ზღვის დონიდან 3014 მეტრზე, სასტუმრო „ალტიჰატის“ ტერიტორიაზე გადაიღო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ. „რუსთავი 2“–ის ცნობით, დაკავებული პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს გამართული აქციის მონაწილეა.

სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მთავრობის დაქვემდებარებაში ახალგაზრდული პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას…

18 წლის მაკო გომური, რომელსაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, გერმანიაში გადის მკურნალობას. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა, არ ნიშნავს…

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა პირველ გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლო. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი, შეუერთდა ევროპის ენერგეტიკის კვირეულს და 29 ივნისს, მდგრადი ენერგეტიკის დღის აღსანიშნად ველომარათონი „იცხოვრე ჯანსაღად – გაუფრთხილდი გარემოს“…

დღეს, პირველ ივლისს, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი მუშაობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]