საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბაჩანა შენგელია მისი დედის, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, შესაბამისი წერილით შენგელია პროკურატურას მიმართავს.
კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ, რომელიც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიით არის ცნობილი, 842 ახალი წევრი აირჩია. მათ შორის არის ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, ბათუმის ნაცვლად მაგადანში გაემგზავრონ. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთში კონცერტს აღარ გამართავს. როგორც პესკოვმა თქვა, ქათამაძე „ძალიან ნიჭიერია, მაგრამ პოლიტიკის შესახებ ბევრი არაფერი იცის“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ გასტროლების შემთხვევაში, საქართველოში უსაფრთხო გარემო არ დახვდებათ. ამის შესახებ პესკოვმა „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა.
თიბისიმ ბილეთების შეძენის ონლაინ პლატფორმა TKT.GE-ში თავისი წილი 26 %-დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. თიბისიმ TKT.GE-ს 26 % იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა. მხარეებს შორის…
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც სამართალდამცველები 20 ივნისის აქციის დაკავებულ მონაწილეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ. შსს-ში ადასტურებენ, რომ კადრები ნამდვილად აქციის მონაწილის დაკავებას ასახავს.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A’Studio-ს კონცერტი, რომელიც ბათუმში 27 ივლისისთვის არის დაგეგმილი, შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
თბილისში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვაკე–საბურთალოს რაიონში იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11